ავტორიზაცია

სიტისთან განადგურების შემდეგ, რეალმა ანჩელოტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

სიტისთან განადგურების შემდეგ, რეალმა ანჩელოტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო
თარიღი 18 მაი 2023, 23:01
მიუხედავად ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი ხმაურიანი კრახისა, „რეალში“ მწვრთნელის შეცვლა არ იგეგმება.

როგორც The Athletic და Marca ერთდროულად წერენ, კარლო ანჩელოტის მომდევნო სეზონში „რეალის“ მწვრთნელის თანამდებობა გარანტირებული აქვს.

ფლორენტინო პერესს ანჩელოტისთვის ეს ამბავი ჯერ პირადად არ შეუტყობინებია, თუმცა კლუბთან დაახლოვებული პირების ინფორმაციით, ანჩელოტის გაშვება არ ემუქრება.

კლუბი ფიქრობს, რომ სწორედ ანჩელოტი უნდა გაუძღვეს გუნდს იმ სეზონში, რომელიც გუნდის ლეგენდებისთვის - კროოსისთვის, მოდრიჩისთვის და ბენზემასთვის ბოლო იქნება.

ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ 63 წლის სპეციალისტი შემადგენლობის სრული მხარდაჭერით სარგებლობს.

მეტიც, „რეალის“ ხელმძღვანელობა ანჩელოტისთან ერთად უკვე წინასასეზონო მომზადებასაც გეგმავს და განიხილება პოტენციური საზაფხულო ტრანსფერებიც.