ავტორიზაცია

ატლეტიკო ბარსელონას მორიგი ვეტერანით ინტერესდება

ატლეტიკო ბარსელონას მორიგი ვეტერანით ინტერესდება
თარიღი 18 მაი 2023, 23:05
მადრიდის „ატლეტიკო“ ჟორდი ალბას ტრანსფერით ინტერესდება.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, „ბარსელონამ“ ფეხბურთელს შესაძლოა ხელფასის დაკლებით ახალი კონტრაქტი შესთავაზოს, ან ამ ზაფხულს გაყიდოს, რათა 2024-ში მისი უფასოდ წასვლა აირიდოს თავიდან.

ალბა „ბარსელონას“ დატოვებს არ აპირებს და ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტას შეატყობინა, თუმცა ფინანსური სირთულეების გამო, ხელმძღვანელობამ შესაძლოა ვეტერანის გაყიდვა მაინც გადაწყვიტოს.

სიტუაციას აკვირდება მადრიდის „ატლეტიკო“, რომელიც ალბას ტრანსფერით ინტერესდება. არ არის გამორიცხული, ჟორდი იანიკ ფერეირა კარასკოს ტრანსფერშიც ჩართონ, რომლის გამოსყიდვაც „ბარსას“ 15 მილიონ ევროდ შეუძლია.

ასეთ შემთხვევაში, ბელგიელი შემტევის ფასი „ბარსელონასთვის“ 10 მილიონ ევრომდე შემცირდება.