ავტორიზაცია

ლიგა 1-ს ოფიციალური საიტის სტატია: "სულაც არ არის ფაქტი, რომ მესიმ პსჟ გააუმჯობესა, მის გარეშე ციფრები უკეთესია"

ლიგა 1-ს ოფიციალური საიტის სტატია: "სულაც არ არის ფაქტი, რომ მესიმ პსჟ გააუმჯობესა, მის გარეშე ციფრები უკეთესია"
თარიღი 18 May 2023, 23:16
ლიგა 1-ს ოფიციალურ საიტზე „პსჟ-ს“ შედეგები გამოქვეყნდა, ლეო მესისთან ერთად და მის გარეშე.

„გადმოსვლის შემდეგ, მესიმ ყველა ტურნირზე 72 მატჩში 31 გოლი და 34 საგოლე პასი მიითვალა და ზედიზედ მეორე ჩემპიონობის მოპოვებასთან ახლოსაა.

მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალური შედეგები ბრწყინავს, სულაც არ არის ფაქტი, რომ „პსჟ“ მესისთან ერთად უფრო ძლიერი გახდა.“, - ნათქვამია სტატიაში.

ამ 72 მატჩში გუნდმა 48 მოგება მოიპოვა, 13-ჯერ დამარცხდა და 11 ფრე ითამაშა. გაიტანა 169 გოლი, გაუშვა 73, სხვაობა - 96. საერთო ჯამში გუნდმა საშუალოდ 2.17 ქულა დააგროვა, საშუალო კი 2,3:1 დაფიქსირდა.

მესის გარეშე ამავე პერიოდში „პსჟ-მ“ 24 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 17 მოიგო, 4 ფრე ითამაშა და 3 წააგო. გაიტანა 58 გოლი, გაუშვა 23, სხვაობა - 35. საშუალოდ 2.29 ქულა დააგროვა და საშუალო ანგარიშს 2,4:1 აფიქსირებს.

როგორც ჩანს, ბოლო ორ სეზონშიც „პსჟ“ მესის გარეშე გაცილებით უკეთესი გუნდია, ვიდრე მასთან ერტად. გუნდი უფრო მეტ გოლს იტანს და საშუალოდ ცოტა უფრო მეტ ქულასაც აგროვებს.“, - შეჯამებულია სტატიაში.