ავტორიზაცია

არაუხო: "გასახდელში მესის შესაძლო დაბრუნებას არ განვიხილავთ"

არაუხო: "გასახდელში მესის შესაძლო დაბრუნებას არ განვიხილავთ"
თარიღი 18 მაი 2023, 23:07
რონალდ არაუხო „ბარსელონაში“ ლეო მესის დაბრუნებას მიესალმება.

„ჩემი კონტრაქტი 2026 წლამდეა გათვლილი. ახალი ხელშეკრულება ჯერ არ არის გაფორმებული, მაგრამ სულ მალე ეს საკითხი გადაწყდება. მე მხოლოდ „ბარსაში“ კარიერის გაგრძელებაზე ვფიქრობ.

„ბუსკეტსი გამორჩეული ადამიანი და ფეხბურთელია. ის ჩვენი კაპიტანია და ყოველთვის მხარს დაგვიჭერს, ჩემთვის ის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია.

მესის შესაძლო დაბრუნებაზე გასახდელში არ ვლაპარაკობთ. მაგრამ ისეთი ფეხბურთელის მოსვლა, როგორიც ლეოა, „ბარსაში“ ყოველთვის სიხარულით შევხვდებით.“, - აღნიშნა ურუგვაელმა მცველმა.