სიტის დირექტორი: "თქმა, რომ უბრალოდ ბევრი ფული დავხარჯეთ და ამის ხარჯზე ვიგებთ - არასწორია!"
„მან სიტის“ გენერალური დირექტორი, ფერან სორიანო, არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ მისი კლუბის წარმატება ბევრი ფულის ხარჯვამ მოიტანა.
„შეხედეთ ინგლისური კლუბების მიერ ფეხბურთელებში ბოლო 3-5 წელში დახარჯულ თანხებს. ჩვენ არასდროს არ ვყოფილვართ იმათ შორის, ვინც ყველაზე მეტს ხარჯავს.
ჩვენს გარდა არის სხვა კლუბებიც, რომლებიც ფეხბურთელებში ბევრს ხარჯავენ - „ჩელსი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „არსენალი“.
იმის თქმა, რომ უბრალოდ ბევრი ფული დავხარჯეთ და ამის ხარჯზე ვიგებთ - არასწორია.
ჩვენ პრემიერ ლიგის მოსაგებად ყოველდღე ვშრომობთ, ამ ტურნირის მოგება ძალიან რტულია. ეს რომ ამ სეზონშიც მოვახერხოთ, ზედიზედ მე-3 და ბოლო 6 წელიწადში მე-5 ტიტული იქნება.
ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რომ არ შეიძლება საკუთარი სტრატეგიის ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე აგება, იმიტომ რომ ამ ტურნირზე წარმატება კენჭისყრაზე ან უიღბლო დღეზეც არის დამოკიდებული.
მაგრამ კი, როცა ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ და ეს ოდესმე ნამდვილად მოხდება, ეს რაღაც სიმბოლური იქნება.“, - აღნიშნა სორიანომ.