კვარაცხელიას შემდეგ მამარდაშვილიც - გაყიდვიდან ქართველი მეკარის ეტიკეტის კოკა-კოლებსაც ამოიღებენ?
როგორც რამდენიმე დღის წინ მოგახსენეთ, შესაძლოა ის "კოკა კოლას" ბოთლები, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაა გამოსახული, გაყიდვიდან საერთოდ ამოიღონ.
მიზეზი კი ისაა, რომ კონტრაქტის თანახმად, კვარაცხელიას 100%-იან სარეკლამო უფლებებს "ნაპოლი" ფლობს. ნეაპოლური კლუბის ხელმძღვანელობამ კი საქართველოში ამ მარკეტინგული სიახლის შესახებ არაფერი იცოდა და გააპროტესტა.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, ანალოგიური სიტუაციაა საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შემთხვევაშიც.
ამის შესახებ "ვალენსიამაც" არაფერი იცოდა და რა თქმა უნდა, უკმაყოფილება მათი მხრიდანაც წამოვიდა.