ავტორიზაცია

ვერატიმ შესაძლოა კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს

ვერატიმ შესაძლოა კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს
თარიღი 19 მაი 2023, 12:23
იტალიელი ნახევარმცველი მარკო ვერატი, სავარაუდოდ, ზაფხულში "პარი სენ-ჟერმენს" დატოვებს, ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი ტრანსფერით მადრიდის "რეალია" დაინტერესებული. 

მაგრამ ესპანურ გამოცემა Sport-ს ამის დიდად არ სჯერა - გამოცემა იტყობინება, რომ მადრიდის "რეალის" ინტერესი სწრაფად გაქრა, რადგან მადრიდელებს საშუალება აქვთ ჯუდ ბელინგემი გაიფორმონ.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელი აქტიურად განიხილავს საუდის არაბეთიდან არსებულ შეთავაზებებს, რადგან იტალიის სერია A-ს არცერთ გუნდს არ შეუძლია იგივე ხელფასის გადახდა, რასაც ვერატი "პსჟ"-ში იღებს.