ავტორიზაცია

ბოლოს როდის იყო სამი იტალიური კლუბი ევროპული საკლუბო ტურნირების ფინალში?

ბოლოს როდის იყო სამი იტალიური კლუბი ევროპული საკლუბო ტურნირების ფინალში?
თარიღი 19 May 2023, 11:45
მიმდინარე ევროსეზონი უახლეს ისტორიაში ყველაზე წარმატებული გახდა სერია A-ს გუნდებისთვის.

სამშაბათს, "ინტერი" გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რომელმაც კიდევ ერთი იტალიური გუნდი, "მილანი" (ორი მატჩის ჯამში 3:0) დაამაცხა. 

ორი დღის შემდეგ კი იგივეს გაკეთება "რომამ" და "ფიორენტინამ" შეძლეს. რომაელებმა ევროპის ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ლევერკუზენის "ბაიერი" ორი  შეხვედრის ჯამში (1:0) დაამარცხა. "ფიორენტინამ" კი კონფერენს ლიგაზე დამატებით დროში "ბაზელი" დაამარცხა (საერთო ანგარიში4:3).

Opta-ს ცნობით, სერია A-დან სამი გუნდი პირველად ითამაშებს ევროპული საკლუბო ტურნირების ფინალში 1997/98 წლების შემდეგ, როდესაც "ინტერი" და "ლაციო" უეფას თასისთვის იბრძოდნენ, ხოლო "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის რეალს დაუპირისპირდა.