ავტორიზაცია

კიმ მინ ჯეს ტრანსფერით პრემიერ ლიგის კიდევ ერთი გრანდი ინტერესდება

კიმ მინ ჯეს ტრანსფერით პრემიერ ლიგის კიდევ ერთი გრანდი ინტერესდება
თარიღი 19 მაი 2023, 12:29
"ნაპოლის" მცველი კინ მინ ჯე კიდევ ერთი ევროპული კლუბის სატრანსფერო სამიზნე გახდა.

RMC Sport-ის ცნობით, სამხრეთ კორეელი ფეხბურთელის შეძენით "ლივერპული" ინტერესდება. "მერსისაიდნელებმა" ნეაპოლურ გუნდს 26 წლის მოთამაშის ტრანსფერის თხოვნით მიმართეს.

მათ გარდა ფეხბურთელის მიმართ ინტერესს: "პსჟ", მანჩესტერ "იუნაიტედი" და მანჩესტერ "სიტი" იჩენენ. 

კიმის კონტრაქტი ნეაპოლურ გუნდთან 2025 ზაფხულამდეა გათვლილი, მისი სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონი ევროა.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მცველმა 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ორი გოლი და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.