ავტორიზაცია

რამოსს პსჟ-ში დარჩენა სურს

რამოსს პსჟ-ში დარჩენა სურს
თარიღი 19 May 2023, 14:10
"პსჟ"-ს მცველ სერხიო რამოსს ფრანგულ კლუბში კიდევ ერთი წელი დარჩენა სურს. 

Mundo Deportivo-ს ცნობით, ესპანელი პარიზელებთან კონტრაქტის კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივებისკენ არის მიდრეკილი.

წყარო აღნიშნავს, რომ კლუბი რამოსის სურვილს იზიარებს და გამოცდილი ფეხბურთელის კიდევ ერთი წლით შენარჩუნება სურს. მხარეები მოლაპარაკებების დაწყებას უახლოეს მომავალში აპირებენ.
TOP.GE