მბაპეს შეძენა 2024 წელს მადრიდის რეალის მთავარი სატრანსფერო სამიზნე იქნება
მადრიდის "რეალს" სურს "პსჟ"-ს თავდამსხმელის კილიან მბაპეს შეძენა კიდევ ერთხელ სცადოს.
Marca-ს ჟურნალისტმა კარლოს კარპიომ განაცხადა, რომ 24 წლის ფეხბურთელი 2024 წლისთვის მადრიდული კლუბის მთავარი სამიზნე იქნება.
Marca-ს ჟურნალისტმა კარლოს კარპიომ განაცხადა, რომ 24 წლის ფეხბურთელი 2024 წლისთვის მადრიდული კლუბის მთავარი სამიზნე იქნება.
მადრიდის "რეალს" არ სჯერა, რომ "პსჟ" მბაპეს 2023 წელს გაყიდვას დათანხმდება.
ამ გეგმით, "ბლანკკსი" თავიდან აიცილებს მორიგ უარყოფას და შეძლებს სრულად კონცენტრირება მოახდინოს ჯუდ ბელინგემის ტრანსფერზე.
2022 წელს მბაპეს შეეძლო მადრიდის "რეალში" გადასვლა, მაგრამ ბოლო მომენტში "პსჟ"-სთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, რომელიც 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში კლუბში 40 მატჩი ჩაატარა, 38 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.
თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში კლუბში 40 მატჩი ჩაატარა, 38 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.