ავტორიზაცია

წასვლის შემთხვევაში ვინ შეცვლის სპალეტის ნაპოლიში? - კანდიდატები სახელდება

წასვლის შემთხვევაში ვინ შეცვლის სპალეტის ნაპოლიში? - კანდიდატები სახელდება
თარიღი 19 მაი 2023, 17:36
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლუჩიანო სპალეტიმ შესაძლოა ზაფხულში "ნაპოლი" დატოვოს. 

ეს გამოწვეულია მწვრთნელსა და კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შორის დაძაბულობიდან.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, სპალეტი შესაძლოა რაფაელ ბენიტესმა შეცვალოს. ესპანელი გუნდში 2013-2015 წლებში უკვე მუშაობდა და მას შემდეგ დე ლაურენტისთან კონტაქტშია. 

წყარო ასევე ასახელებს კრისტოფ გალტიეს (პსჟ), ჯან პიერო გასპერინის (ატალანტა), ვინჩენცო იტალინოს (ფიორენტინა) და ანტონიო კონტეს (კლუბის გარეშე) სახელებს.