ავტორიზაცია

"ფეხბურთში სიტყვა "გაანადგურეს" არ მომწონს, ის არაკონსტრუქციულია", - ხავი რეალის სიტისთან წაგებაზე

"ფეხბურთში სიტყვა "გაანადგურეს" არ მომწონს, ის არაკონსტრუქციულია", - ხავი რეალის სიტისთან წაგებაზე
თარიღი 19 May 2023, 23:11
„რეალის“ „მან სიტისთან“ 0:4 განადგურებაზე საკუთარი მოსაზრება „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმაც გამოთქვა.

„ფეხბურთში სიტყვა „გაანადგურეს“ არ მომწონს. ასეთი სიტყვა არაკონსტრუქტიულია.

მისმინეთ, „მან სიტიმ“ „რეალს“ საგრძნობლად აჯობა და საკუთარი უპირატესობით ისარგებლა. თუმცა, „ბერნაბეუზე“ პირველ მატჩში ამდენად უკეთესი არ ყოფილა.

საბოლოო ჯამში, „სიტი“ დამსახურებული გამარჯვებულია. დღეს ისინი მსოფლიოში საუკეთესოები არიან.“, - აღნიშნა ხავიმ.
temo
ტოპ კომენტარი
0
20 May 2023, 20:11
"ფეხბურთში სიტყვა "გაანადგურეს" არ მომწონს, ის "არაკონსტრუქციულია" /იქნებ უფრო სწორი: "არაკორექტულია".