ავტორიზაცია

სერია A-ს სკანდალი: იუვენტუსს ახალი სანქციები ემუქრება

სერია A-ს სკანდალი: იუვენტუსს ახალი სანქციები ემუქრება
თარიღი 20 May 2023, 11:51
ტურინის "იუვენტუსი" კვლავ სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა. ამჯერად იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ „ბებერი ქალბატონი“ ხელფასების თაღლითობაში დაადანაშაულა, ამის შესახებ Football-Italia იუწყება.

ახალ ბრალდებებთან დაკავშირებით იტალიელ გრანდს სასჯელის სერია ემუქრება. ეს შეიძლება მოიცავდეს ფულად ჯარიმას და ქულების ჩამოკლებას.

უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდება, რაც "იუვენტუსი" სხვა საქმეზე დაისჯება, რაც ფინანსურ ტრანზაქციებს უკავშირდება.

"იუვენტუსს" მიმდინარე სეზონში 35 მატჩში 69 ქულა აქვს. მასიმილიანო ალეგრის გუნდი სერია A-ში მეორე ადგილზეა.