ავტორიზაცია

ნაპოლის პრეზიდენტმა სპალეტის წასვლაზე მიანიშნა? - "არავის ფრთები არ უნდა დააჭრა"

ნაპოლის პრეზიდენტმა სპალეტის წასვლაზე მიანიშნა? - "არავის ფრთები არ უნდა დააჭრა"
თარიღი 20 May 2023, 14:31
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ლუჩიანო სპალეტის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

"ჩვენ ვსაუბრობთ ჩემპიონზე და ჩემპიონებმა უნდა იპოვონ ისეთი სივრცე, სადაც თავს საუკეთესოდ წარმოაჩენენ. მან ეს ჩვენთან იპოვა და ყველაფერმა იმუშავა. ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო უკეთ შეძლებს თავისი უნარების გამოხატვას.

ცხადია, უკეთესია თუ ამას ნაპოლიში გააკეთებს, მაგრამ ცხოვრებაში თავისუფლება განუზომელი და ფასდაუდებელია, არავის ფრთები არ უნდა დააჭრა, რადგან ეს ვინმემ ჩემს მიმართაც არ გააკეთოს. ",- თქვა დე ლაურენტისმა.

სპალეტი "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის პოსტს 2021 წლიდან იკავებს. მას კლუბთან კონტრაქტი 2024 წელს ეწურება.