პრემიერ ლიგის დღევანდელი შედეგები, რომლებმაც ოთხეულისთვის ბრძოლა პრაქტიკულად საბოლოოდ დახურეს
პრემიერ ლიგის 37-ე ტურში „მან იუნაიტედმა“ სტუმრად „ბორნმუთი“ კაზემიროს ულამაზესი აკრობატული გოლით მოუგო.
პარალელურ შეხვედრაში „ლივერპულმა“ საკუთარ კედლებში „ასტონ ვილა“ ვერაფრით გატეხა და ფრეს, 1:1 დასჯერდა.
ამ შედეგებით, პრემიერ ლიგის მეოთხე ადგილისთვის ბრძოლა შეგვიძლია პრაქტიკულად დასრულებულად გამოვაცხადოთ.
ამჟამად, „ნიუკასლს“ და „მან იუნაიტედს“ 36 ჩატარებული მატჩის შემდეგ 69 ქულა აქვთ და ისინი მე-3 და მე-4 ადგილს იყოფენ.
მე-5 ადგილოსან „ლივერპულს 66 ქულა აქვს, თუმცა 37 მატჩის ჩატარება მოასწრო და მხოლოდ ერთი ტურიღა დარჩა სათამაშო.
ამრიგად, დარჩენილ ორ მატჩში „ნიუკასლს“ და „მან იუნაიტედს“ 1 ქულის მოპოვებაც კი ეყოფათ იმისთვის, რომ ოთხეულში ადგილი გაინაღონ. შესაბამისად, თუ რაიმე დაუჯერებელი არ მოხდა, მომდევნო სეზონში „ლივერპულს“ ევროპა ლიგაზე ვიხილავთ.