ავტორიზაცია

არსენალმა ჩემპიონობის შანსი ოფიციალურად დაკარგა და წარუმატებელი სერია 19 წლამდე გაზარდა

არსენალმა ჩემპიონობის შანსი ოფიციალურად დაკარგა და წარუმატებელი სერია 19 წლამდე გაზარდა
თარიღი 20 მაი 2023, 23:50
ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, „არსენალმა“ პრემიერ ლიგის მოგების პოტენციური შანსიც დაკარგა.

„მეთოფეები“ 37-ე ტურში „ნოტინგემთან“ დამარცხდნენ და ამის დამსახურებით, „სიტი“ ჩემპიონი ნაადრევად გახდა.

უკანასკნელად ლონდონურმა კლუბმა ჩემპიონატი 2003/04-სეზონში მოიგო, არსენ ვენგერის ხელმძღვანელობით. იმ წელს, გუნდმა პრემიერ ლიგაში არცერთი მატჩი არ წააგო და ერთადერთი წაუგებელი ჩემპიონი გახდა.

მომდევნო წლებში, „არსენალმა“ სამჯერ მოახერხა მე-2 ადგილის დაკავება: 2005, 2016 და 2023 წლებში.