ავტორიზაცია

კასანო მოურინიოს შესახებ: "როგორც ნაპოლეონმა თქვა, უკეთესია იყო წარმატებული მეთაური, ვიდრე ძლიერი"

კასანო მოურინიოს შესახებ: "როგორც ნაპოლეონმა თქვა, უკეთესია იყო წარმატებული მეთაური, ვიდრე ძლიერი"
თარიღი 21 მაი 2023, 16:58
ევროპის ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე "რომამ" ლევერკუზენის "ბაიერი" დაამარცხა და ფინალში გავიდა.

რომაელთა თამაშზე კომენტარი ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ გააკეთა.

”როგორც ნაპოლეონმა თქვა, უკეთესია იყო წარმატებული მეთაური, ვიდრე ძლიერი. მოურინიოს ძალიან გაუმართლა.

მისმა გუნდმა ცუდად ითამაშა, მაგრამ იტყვის, რომ შარშან კონფერენს ლიგა მოიგო, ახლა კი ევროპა ლიგის ფინალში გავიდა. რომა შესანიშნავია, მაგრამ მათ სულელურად ითამაშეს. ", - განუცხადა კასანომ TalkSport-ს.

ევროპა ლიგის ფინალში "რომა" "სევილიას" დაუპირისპირდება. მატჩი 31 მაისს გაიმართება.