"პატივი ეცით ვინის!" - მამარდაშვილს და ვალენსიას რასიზმში ადანაშაულებენ
"რეალთან" გამართული მატჩის ბოლო წუთებზე, გიორგი მამარდაშვილსა და ვინისიუს ჯუნიორს შორის მცირე ინციდენტი მოხდა, რის გამოც ბრაზილიელი მოედნიდან გააძევეს.
მოგეხსენებათ, ლა ლიგის გასული ტურის მატჩში "ღამურებმა" სამეფო კლუბი 1:0 დაამარცხეს, მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო.
თამაშის შემდეგ, ქართველ მეკარეს და ზოგადად მის კლუბს, რასიზმში გულშემატკივრები ადანაშაულებენ. გთავაზობთ მათ რამდენიმე კომენტარს.
"ვინისიუსი ბევრად დიდია, ვიდრე ეს მეორე დივიზიონის გუნდი"
"პატივი ეცით ვინის, არა რასიზმს!"
"ვინი მეტია, ვიდრე მამარდაშვილი"
"ამ იაფფასიან ფეხბურთელებს ყურადღება არ მიაქციო ვინი!"