"ეს ლიგა რასისტებითაა სავსე" - ვინისიუსი საჯარო განცხადებას აკეთებს
"ვალენსიასთან" გამართული მატჩის შემდეგ, მადრიდის "რეალის" ბრაზილიელი ლიდერი ვინისიუს ჯუნიორი საჯარო გაცხადებას აკეთებს.
მატჩის ბოლო წუთებზე იციდენტი მოხდა, რის გამოც ვინისიუსი გააძევეს. მამარდაშვილს და მის თანაგუნდელებს კი რასიზმში ადანაშაულებენ.
"ეს არ იყო არც პირველი, არც მეორე და არც მესამე შემთხვევა. რასიზმი ლა ლიგაში ნორმად იქცა და ფედერაციამ ზომები უნდა მიიღოს. ძალიან ვწუხვარ.
ჩემპიონატი, სადაც თავის დროზე რონალდინიო, რონალდო, კრიშტიანუ და მესი თამაშობდნენ, დღეს რასისტებითაა სავსე.
ბოდიში იმ ესპანელებს, ვინც არაფერ შუაშია, თუმცა ფაქტია, დღეს ბრაზილიაში ესპანეთი რასიზმის ქვეყანად ჰყავთ მიჩნეული. მე ძლიერი ვარ და ბოლომდე ვიბრძოლებ ამის წინააღმდეგ", - წერს ვინი სოციალურ ქსელში.