ავტორიზაცია

ლა ლიგის პრეზიდენტი ვინისიუსის ინციდენტზე: "სანამ გაგვაკრიტიკებთ, გაიგეთ რა ხდება"

ლა ლიგის პრეზიდენტი ვინისიუსის ინციდენტზე: "სანამ გაგვაკრიტიკებთ, გაიგეთ რა ხდება"
თარიღი 22 მაი 2023, 13:07
გუშინ, "ვალენსიასა" და მადრიდის "რეალის" დაპირისპირების დროს, ვინისიუსს ჯუნიორს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს.

ამის გამო, ბრაზილიელმა შემტევმა საჯარო განცხადება გააკეთა და ლა ლიგა გააკრიტიკა, რასაც ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი გამოეხმაურა.

"რადგან არ იცით, რა დამოკიდებულება აქვს ამ საკითხის მიმართ ლა ლიგას და რა ზომებს იღებთ, მაშინ ზედმეტად აღარ ავხსნი.

ლა ლიგის გაკრიტიკებამდე და შეურაცხყოფამდე, საჭიროა უკეთ გაერკვეთ, რა ხდება სინამდვილეში და შემდეგ გამოიტანოთ სათანადო დასკვნები", - განაცხადა ტებასმა.