იუვენტუსმა დი მარიასთან კონტრაქტის განახლება გადაიფიქრა
"იუვენტუსის" გარემარბი ანხელ დი მარია მალე თავისუფალი აგენტი გახდება.
არგენტინელს მოქმედი "ბებერ ქალბატონთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.
არგენტინელს მოქმედი "ბებერ ქალბატონთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.
სხვადასხვა წყაროები არაერთხელ წერდნენ, რომ "იუვენტუსი" მზადაა 35 წლის ფეხბურთელთან თანამშრომლობა გააგრძელოს, მაგრამ სიტუაცია, როგორც ჩანს, მკვეთრად შეიცვალა.
Sky Italia-ს ცნობით, ტურინულ კლუბს გუნდის გაახალგაზრდავება სურს, ამიტომ დი მარიას წასვლის უფლება ექნება. კლუბის ხელმძღვანელობაც მიიჩნევს, რომ ფეხბურთელის ხელფასი არ შეესაბამება მის თამაშის დონეს მიმდინარე სეზონში.
ანხელ დი მარია "იუვენტუსს" გასულ ზაფხულს შეუერთდა. გუნდის შემადგენლობაში 37 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა გააკეთა.
ანხელ დი მარია "იუვენტუსს" გასულ ზაფხულს შეუერთდა. გუნდის შემადგენლობაში 37 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა გააკეთა.