ავტორიზაცია

იუნაიტედი ზაფხულში გაძლიერებისთვის 500 მილიონ ევროს მიიღებს - ორი მთავარი სამიზნე ცნობილია

იუნაიტედი ზაფხულში გაძლიერებისთვის 500 მილიონ ევროს მიიღებს - ორი მთავარი სამიზნე ცნობილია
თარიღი 22 May 2023, 15:05
"მანჩესტერ იუნაიტედი" გუნდის გასაძლიერებლად ზაფხულში მენეჯმენტისგან 500 მილიონ ევროს მიიღებს.

Mundo Deportivo-ს ცნობით, ერიკ ტენ ჰაგის ორი მთავარი სამიზნე - რონალდ არაუხო და ფრენკი დე იონგი იქნება, რომლებმაც გასულ ზაფხულს "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლაზე უარი თქვეს.

"ბარსელონა" დე იონგსა და არაუხოს მომავლის ფუნდამენტურ მოთამაშეებად ხედავს. ორივე ფეხბურთელი მთავარი მწვრთნელის ხავი ერნანდესის გეგმებშია, ამიტომ გარიგებების წარმატებით დასრულება რთული იქნება.