ავტორიზაცია

შახტარი ბარსელონას ფეხბურთელების მიმართვას რუსებისადმი ამორალურ ქმედებად მიიჩნევს

შახტარი ბარსელონას ფეხბურთელების მიმართვას რუსებისადმი ამორალურ ქმედებად მიიჩნევს
თარიღი 22 მაი 2023, 15:25
"შახტარის" გენერალურმა დირექტორმა სერგეი პალკინმა ესპანეთის ჩემპიონატის მოგების შემდეგ კატალონიური "ბარსელონას" ფეხბურთელების რუსი გულშემატკივრებისადმი მხარდაჭერის ვიდეო მესიჯზე ისაუბრა.

სპორტულმა ფუნქციონერმა აღნიშნა, რომ უკრაინული კლუბი აღშფოთებას გამოხატავს ამ ვიდეოს გამო და ამ ქმედებას ამორალურად მიიჩნევს.

"იმედია, ბარსელონა გააცნობიერებს, რომ მათი მხარდაჭერა ისეთი ქვეყნისადმი, როგორიც რუსეთია, ამჟამად აბსოლუტურად მიუღებელია. 

ჩვენ ველით, რომ კლუბი აღიარებს თავის შეცდომებს და მომავალში თავიდან აიცილებს ასეთ სიტუაციებს. “, - ციტირებს კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდი პალკინის სიტყვებს.