ავტორიზაცია

ლონდონის არსენალი კიმიხის ტრანსფერით ინტერესდება

ლონდონის არსენალი კიმიხის ტრანსფერით ინტერესდება
თარიღი 22 მაი 2023, 15:47
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა ჯოშუა კიმიხმა შესაძლოა გერმანიის ბუნდესლიგიდან ინგლისის პრემიერ ლიგაში გადავიდეს.

Marca-ს ცნობით, ნახევარმცველის მომსახურებით ლონდონის "არსენალია" დაინტერესებული.

მანამდე პრესაში გავრცელდა ინფორმაცია კატალონიური "ბარსელონასა" და "ლივერპულის" 28 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის მიმართ ინტერესის შესახებ.

კიმიხი "ბაიერნში" 2015 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მხარეებს შორის არსებული კონტრაქტი 2025 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.