ავტორიზაცია

მამარდაშვილის შეძენა პრემიერ ლიგის 2 გუნდს სურს

მამარდაშვილის შეძენა პრემიერ ლიგის 2 გუნდს სურს
თარიღი 22 May 2023, 16:11
21 წლის გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიის" შემადგენლობაში მადრიდის "რეალთან" (1:0) მატჩის გმირად იქცა. "ღამურების" მეკარემ არაერთი ურთულესი ბურთი მოიგერია და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.

The Athletic-ის ინფორმაციით, მამარდაშვილის დამატება პრემიერ ლიგის ორ გუნდს "ტოტენჰემსა" და ასტონ ვილას სურთ. 

წყაროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი მეკარის გამოსასწყიდი თანხა 100 მილიონი ევროა, მან შესაძლოა, გუნდი უფრო ნაკლებ ფასადაც დატოვოს.

მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში 35 მატჩში 41 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 7-ჯერ შეინახა.