კავანი: "ჩემი შვილების კუმირები? ისინი ბევრს საუბრობენ კვარაცხელიასა და ოსიმენზე"
"ვალენსიას" ურუგვაელმა ფორვარდმა ედინსონ კავანიმ DAZN-სთან ინტერვიუში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა.
გამოცდილი თავდამსხმელის თქმით, მისი შვილების კუმირები ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი არიან.
"ნაპოლის ჩემპიონობა დიდებული მომენტი იყო, რადგან ეს მაშინ ხდება, როცა ამდენს იბრძვი და გამარჯვებას შეჩვეული არ ხარ.
"ნაპოლის ჩემპიონობა დიდებული მომენტი იყო, რადგან ეს მაშინ ხდება, როცა ამდენს იბრძვი და გამარჯვებას შეჩვეული არ ხარ.
ნეაპოლში დიდი ხანია არ დავბრუნებულვარ, მაგრამ ერთ დღეს აუცილებლად დავბრუნდები. ჩემი ორივე ვაჟი ნაპოლის ფანები არიან. როცა ნაპოლი ვერ იგებს, გიჟდებიან.
ჩემი შვილების კუმირები? ისინი ბევრს საუბრობენ კვარაცხელიასა და ოსიმენზე. სასიამოვნოა, რომ მათ ასეთი კუმირები ჰყავთ. ",- თქვა კავანიმ.
შეგახსენებთ, რომ კავანი "ნაპოლიში" 2010-2013 წლებში თამაშობდა.
შეგახსენებთ, რომ კავანი "ნაპოლიში" 2010-2013 წლებში თამაშობდა.