ავტორიზაცია

რჩება თუ მიდის? - ნაპოლიმ სპალეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

რჩება თუ მიდის? - ნაპოლიმ სპალეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
თარიღი 22 May 2023, 18:14
"ნაპოლიმ" ლუჩიანო სპალეტის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. 

64 წლის სპეციალისტი სეზონის ბოლოს გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს. ამის შესახებ გამოცემა Corriere dello Sport-ი იტყობინება.

წყაროს ცნობით, "ნაპოლი" სეზონის ბოლოს სპალეტის წასვლის შესახებ გამოაცხადებს. გუნდს სერია A-ს სეზონის დასრულებამდე დარჩენილი აქვს "ბოლონიასთან" და "სამპდორიასთან" მატჩები.

ლუჩიანო სპალეტი "ნაპოლის" 2021 წლის ზაფხულიდან წვრთნის. მიმდინარე სეზონში სპეციალისტმა გუნდს 33 წლის განმავლობაში პირველი სკუდეტო მოაგებინა.

მანამდე პრესაში გავრცელდა ინფორმაცია ლუჩიანო სპალეტისა და კლუბის პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის ურთიერთობაში არსებული პრობლემების შესახებ.