2-წლიანი კონტრაქტი, 4 მლნ ევრო ხელფასი, ახალი სქემა - ნაპოლის პრეზიდენტს სპალეტის შემცვლელი შერჩეული ჰყავს?
„ნაპოლიში“ ლუჩიანო სპალეტის შემცვლელი უკვე ნაპოვნი ჰყავთ.
Tutto Napoli-ს ჟურნალისტის, ჩირო ვენერატოს ინფორმაციით, კლუბის პრეზიდენტმა ლუჩიანო სპალეტის შემცვლელად თვალი „ატალანტას“ მთავარ მწვრთნელს, ჯანპიერო გასპერინის დაადგა. პრეზიდენტის აზრით, სწორედ ის უნდა გახდეს ადამიანი, ვინც „ნაპოლის“ წარმატებებისკენ გაუძღვება.
65 წლის სპეციალისტთან „ნაპოლი“ 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და წლიური ხელფასის სახით 4 მილიონ ევროს მიიღებს. დიდი ალბათობით, მასთან ერთად გუნდი 3-4-3 სქემით ითამაშებს, რადგან ეს მისი ფავორიტი ტაქტიკაა.
რაც შეეხება „ატალანტას“, ბერგამოულ კლუბში გასპერინის მოსწავლე, ივან იურიჩი ჩაიბარებს „ტორინოდან“.
ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ სპალეტი „ნაპოლის“ მართლაც დატოვებს. იტალიელის საბოლოო გადაწყვეტილება ახლოვდება.