ჰალკი ვინისუსის სკანდალზე: "რასიზმი უნდა აღმოიფხვრას"
"ატლეტიკო მინეიროს" ფეხბურთელმა ჰალკმა ვინისიუს ჟუნიორის მხარდაჭერა გამოუცხადა.
მოგეხსენებათ, ლა ლიგის ბოლო ტურის მატჩში "ვალენსიას" წინააღმდეგ, "ბლანკოსის" 22 წლის ფეხბურთელს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს.
„რასიზმი უნდა აღმოიფხვრას. მე თვითონ გავხდი ამის მსხვერპლი რუსეთისა და პორტუგალიის ჩემპიონატებში გამოსვლისას. ამას დასჯა სჭირდება.
მე უკვე ველაპარაკე ვინისიუსს. ის ბევრად უფრო ძლიერია ამ სიტუაციაში. “, - თქვა ჰალკმა.
ჟუნიორი მადრიდის "რეალის" მაისურს 2018 წლიდან ირგებს. მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულების ვადა 2024 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.