ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედს კიმ მინ ჯეს ტრანსფერის სწრაფად დახურვა სურს

მანჩესტერ იუნაიტედს კიმ მინ ჯეს ტრანსფერის სწრაფად დახურვა სურს
თარიღი 23 მაი 2023, 14:04
მანჩესტერ "იუნაიტედი" ბევრს მუშაობს "ნაპოლის" მცველ კიმ მინ ჯესთან შეთანხმების რაც შეიძლება მალე დასრულებაზე. 

The Sun-ის ცნობით, "წითელ ეშმაკებს" შიშობენ, რომ ფეხბურთელი შესაძლოა ფრანგულმა "პსჟ"-მ წაართვას.

შეგახსენებთ, რომ მისი შეძენა ნებისმიერ დაინტერესებულ კლუბს 40 მილიონ ევროდ შეუძლია, რაც კომპენსაციის სახით მცველის კონტრაქტშია გაწერილი. 

თუ კიმ მინ ჯეს ორი ან მეტი შეთავაზება იქნება, მოთამაშემ თავად უნდა გადაწყვიტოს სად გააგრძელოს კარიერა.