ავტორიზაცია

პიოლის პრიორიტეტი მილინკოვიჩ სავიჩის ტრანსფერია

პიოლის პრიორიტეტი მილინკოვიჩ სავიჩის ტრანსფერია
თარიღი 23 მაი 2023, 13:55
"მილანის" მთავარ მწვრთნელს სტეფანო პიოლის არ სურს "ჩელსის" ნახევარმცველის რუბენ ლოფტუს-ჩიკის გუნდში მიყვანა. 

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იტალიელს უფრო მეტად "ლაციოს" ნახევარმცველის სერგეი მილინკოვიჩ სავიჩის დამატება სურს.

შეგახსენებთ, რომ "მილანი" ახლა აქტიურად აწარმოებს "ჩელსისთან" მოლაპარაკებებს ლოფტუს-ჩიკის ტრანსფერზე, რომელიც სტეფანო პიოლის გუნდში გადასვლის წინააღმდეგი არ არის.