ავტორიზაცია

ანჩელოტი: "ვინისიუსი რეალიდან წასვლაზე არ ფიქრობს"

ანჩელოტი: "ვინისიუსი რეალიდან წასვლაზე არ ფიქრობს"
თარიღი 23 მაი 2023, 14:56
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ვინისიუს ჟუნიორი გუნდის დატოვებაზე არ ფიქრობს, მიუხედავად რასისტული შეურაცხყოფისა, რომელსაც ბრაზილიელი ესპანეთში აწყდება.

"ვინისიუსს უყვარს მადრიდის რეალი. მას ამ გუნდში წარმატების მიღწევა სურს და წასვლაზე არ ფიქრობს. ვინისიუსმა იცის, რომ მისი მომავალი მხოლოდ მადრიდის რეალშია. 

მე მას ერთ კვირას მივცემ, რადგან დისკვალიფიკაციის გამო შემდეგ მატჩს გამოტოვებს. “, - განაცხადა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ვინისიუსმა ესპანეთის ჩემპიონატში 10 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.