ტენ ჰაგმა იუნაიტედიდან მარსიალის გაშვება გადაწყვიტა - ამის მიზეზი ცნობილია
მანჩესტერ "იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს ერიკ ტენ ჰაგს სურს, რომ თავდამსხმელმა ენტონი მარსიალმა კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვოს.
RMC Sport-ის ცნობით, ნიდერლანდელმა სპეციალისტმა "ბორნმუთთან" მატჩის დროს მომხდარის გამო ფრანგი ფეხბურთელზე გადაწყვეტილება მიიღო.
ცვლილებით უკმაყოფილო მარსიალი სათადარიგოთა სკამზე დაჯდომის ნაცვლად პირდაპირ გასახდელში გავიდა.
2022/2023 წლების სეზონში ენტონი მარსიალმა მანჩესტერ "იუნაიტედში" 27 მატჩი ჩაატარა რვა გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.
2022/2023 წლების სეზონში ენტონი მარსიალმა მანჩესტერ "იუნაიტედში" 27 მატჩი ჩაატარა რვა გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.