ავტორიზაცია

ვინისიუსის წინააღმდეგ რასიზმის გამოვლენისთვის ვალენსიას სამი ფანი დააკავეს

ვინისიუსის წინააღმდეგ რასიზმის გამოვლენისთვის ვალენსიას სამი ფანი დააკავეს
თარიღი 23 მაი 2023, 16:26
"ვალენსიამ" სამი გულშემატკივრის დაკავება დაადასტურა, რომლებმაც მადრიდის "რეალის" თავდამსხმელს ვინისიუს ჟუნიორს რასობრივი შეურაცხყოფა მიაყენეს.

თავის მხრივ, კლუბი ამ ადამიანებს სტადიონზე შესვლას სამუდამოდ აუკრძალავს. 

შეგახსენებთ, რომ "ვალენსიამ" საკუთარ მოედანზე "რეალს" ანგარიშით 1:0 მოუგო. 

"ღამურები" მომდევნო მატჩს 25 მაისს, სტუმრად "მაიორკას" წინააღმდეგ გამართავენ.