რივალდო: "მეც მეძახდნენ მაიმუნს, ვინისთვის რეალიდან წასვლა აუცილებელი არ არის"
რივალდოს მიაჩნია, რომ ვინისიუსმა „რეალი“ რასისტული შეურაცხყოფების გამო არ უნდა დატოვოს.
„რეალის“ ვინგერი „მესტალიაზე“ რასისტული შეძახილების მსხვერპლი გახდა და ამის ფონზე, პრესაში დაიწერა, რომ ვინისიუსმა შესაძლოა მადრიდიდან აბარგება მოისურვოს, რადგან თავს კლუბის მხრიდან დაუცველად გრძნობს.
„მეც მეძახდნენ მაიმუნს. კუთხურის ალამთან მისვლისას ეს კარგად მესმოდა, ხანდახან - ავტობუსიდან გამოსვლისასაც. ყველა თავისებურად რეაგირებს. მე არ ვუყურებდი - ისე ვიქცეოდი, თითქოს არაფერი გამიგია. შესაძლოა, ამან ყველას აფიქრებინა, რომ არ მაღელვებს. თუმცა, მე ასეთი მასშტაბებით არ გადამხდენია ეს ყველაფერი, როგორც ვინისიუსს.
მისთვის „რეალიდან“ წასვლა აუცილებელი არ არის. მან უმაღლეს დონეზე თამაში უნდა გააგრძელოს. შესაძლოა, უმაყურებლოდ მატჩების ჩატარების სასჯელმა გულშემატკივრებში ასეთი საქციელები მეტად შეზღუდოს. თუმცა, მსოფლიოში ბევრი ცუდი ადამიანია.“, - აღნიშნა რივალდომ.