ავტორიზაცია

"ყოველ საღამოს გემრიელ მწვადს შევუწვავ და ხელფასსაც დავიკლებ", - ემი მარტინესი მესის ასტონ ვილაში ეპატიჟება

"ყოველ საღამოს გემრიელ მწვადს შევუწვავ და ხელფასსაც დავიკლებ", - ემი მარტინესი მესის ასტონ ვილაში ეპატიჟება
თარიღი 23 მაი 2023, 23:05
არგენტინელმა მეკარემ, ემილიანო მარტინესმა, ლეო მესი ხუმრობით „ასტონ ფილაში“ დაპატიჟა.

„რახან მესის პარიზში უსტვენენ, მას „ასტონ ვილაში“ დავპატიჟებდი. მას მატეს მოვუმზადებ, ყოველ საღამოს გემრიელ მწვადს შევუწვავ, ხალხს მისთვის პატარა დროშების დამზადებას ვთხოვ და ის დროს კარგად გაატარებს.

თუ საჭირო გახდა, მესის გამო ხელფასსაც დავიკლებ. ყველაფერს გავაკეთებთ რაც შესაძლებელია.“, - აღნიშნა მარტინესმა.

სეზონის ბოლოს ლეო მესის „პსჟ-სთან" კონტრაქტი ეწურება და მისი დამატებით „ბარსელონა", არაბული „ალ ჰილალი" და ამერიკული „ინტერ მაიამი" ინტერესდებიან.