ავტორიზაცია

ფეხბურთელებს უთხრა, რომ მიდის - ლუჩანო სპალეტის სამომავლო გეგმები ცნობილია

ფეხბურთელებს უთხრა, რომ მიდის - ლუჩანო სპალეტის სამომავლო გეგმები ცნობილია
თარიღი 23 მაი 2023, 23:27
სეზონის დასრულების შემდეგ, ლუჩანო სპალეტი „ნაპოლის“ დატოვებს.

როგორც Get Italian Football News-ი Il Mattino-ზე დაყრდნობით წერს, იტალიელმა მწვრთნელმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ „ნაპოლის“ პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს ორი კვირის წინ შეატყობინა.

ხოლო „ინტერთან“ 36-ე ტურის მატჩის წინ, რომელიც მისმა გუნდმა 3:1 მოიგო, სპალეტიმ ეს ინფორმაცია ფეხბურთელებამდეც მიიტანა.

გამოცემა ირწმუნება, რომ „ნაპოლიდან“ წასვლის შემდეგ, სპალეტი ერთწლიან შესვენებას აიღებს და ახალი კლუბის ძებნას მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგება.

სპალეტის ხელმძღვანელობით „ნაპოლიმ“ 33 წლის შემდეგ პირველად მოახერხა სკუდეტოს მოგება.