ავტორიზაცია

ხავისაც შეატყობინა - ტრანსფერიდან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, ჟულ კუნდეს ბარსელონას დატოვება სურს

ხავისაც შეატყობინა - ტრანსფერიდან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, ჟულ კუნდეს ბარსელონას დატოვება სურს
თარიღი 23 მაი 2023, 23:30
ფრანგი მცველი ჟულ კუნდე „ბარსელონადან“ წასვლისთვის ემზადება.

როგორც Relevo-ს ჟურნალისტი ტონი ხუანმარტი და კატალონიელი ინსაიდერი ხერარდ რომერო იტყობინებიან, კუნდემ „ბარსელონას“ ხელმძღვანელობას კლუბის შეცვლის სურვილი გამოუთქვა.

კუნდე მარჯვენა მცველის პოზიციაზე თავს არაკომფორტულად გრძნობს და ამის შესახებ ხავისაც უთხრა, თუმცა მიაჩნია, რომ ახალ სეზონშიც, მას სწორედ ამ პოზიციაზე დააყენებენ, რის გამოც გუნდის შეცვლა გადაწყვიტა.

ფრანგი ნომინალური ცენტრალური მცველი „ბარსელონაში“ „სევილიადან“ გასულ ზაფხულს გადავიდა, მიუხედავად იმისა, რომ მის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობდა ლონდონის „ჩელსიც“.