ავტორიზაცია

ვინისიუსი რაიო ვალეკანოს წინააღმდეგ არ ითამაშებს

ვინისიუსი რაიო ვალეკანოს წინააღმდეგ არ ითამაშებს
თარიღი 24 მაი 2023, 11:30
მადრიდის "რეალის" გარემარბი ვინისიუს ჟუნიორი ესპანეთის ჩემპიონატის 36 ტურის მატჩში "რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ მონაწილეობას არ მიიღებს.

მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელს "ვალენსიასთან" მატჩში მიღებული წითელი ბარათი გაუუქმდა, დღევანდელ მატჩში სათამაშოდ მზად არ არის.

Diario AS იუწყება, რომ ფეხბურთელს მუხლზე დისკომფორტი აქვს, რის გამოც "რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ არ ითამაშებს. 

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის ბოლო ტურში "ვალენსიასთან", ვინისიუსს რასობრივი ნიშნით შეურაცხყოფა მიაყენეს. ბრაზილიელს სოციალურ ქსელში უკვე ბევრმა ცნობილმა ფეხბურთელმა დაუჭირა მხარი.