ავტორიზაცია

რეალში გადასასვლელად, კილიან მბაპეს ორ მნიშვნელოვან დათმობაზე მოუწევს წასვლა - L'Equipe

რეალში გადასასვლელად, კილიან მბაპეს ორ მნიშვნელოვან დათმობაზე მოუწევს წასვლა - L'Equipe
თარიღი 24 May 2023, 22:02
ბავშვობის ოცნების ასახდენად და რეალში გადასასვლელად, კილიან მბაპეს დათმობებზე წასვლა მოუწევს.

როგორც ფრანგული L’Equipe წერს, თუ მბაპეს რეალში წასვლა მართლაც სურს, მაშინ ორ მნიშვნელოვან საკითხში დათმობაზე მოუწევს წასვლა.

პირველი - საგრძნობლად დაიკლოს ხელფასი, რადგან რეალი მას ვერ გადაუხდის იმდენს, რამდენსაც ის ამჟამად პარი სენ-ჟერმენში იღებს.

მეორე - ფრანგი უნდა დათანხმდეს პოზიციის ცვლილებასაც. მას ძირითადად მარცხნიდან უყვარს შეტევა, მაგრამ რეალში ეს პოზიცია ვინისიუსს ეკუთვნის და ამიტომ, მორგება სწორედ მბაპეს მოუწევს, სავარაუდოდ, ცენტრფორვარდის პოზიციისკენ.

მბაპეს პსჟ-სთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს და მხოლოდ მას შეუძლია მისი ავტომატურად, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება. თუმცა, როგორც პრესაში იწერება, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი ამის გაკეთებას არ აპირებს.