ავტორიზაცია

მოურინიო: "ის, რაც ჩვენ 7-მილიონიანი ხარჯით გავაკეთეთ - არც საოცრებაა და არც ისტორია, ეს არის იესო ქრისტე, რომელმაც რომში გაისეირნა"

მოურინიო: "ის, რაც ჩვენ 7-მილიონიანი ხარჯით გავაკეთეთ - არც საოცრებაა და არც ისტორია, ეს არის იესო ქრისტე, რომელმაც რომში გაისეირნა"
თარიღი 24 მაი 2023, 23:39
ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგაზე სერია ა-დან გასვლაზე ისაუბრა.

36 ტურის შემდეგ „რომა“ მე-6 ადგილს იკავებს 60 ქულით და მეოთხეადგილოსან „მილანს“ 4 ქულით ჩამორცება.

„მე ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის მიზნებზე არასდროს მილაპარაკია, ვცდილობ გულწრფელი ვიყო.

არიან მწვრთნელები, ფეხბურთელები, კლუბები, რომლებიც ცხოვრებაში ევროთასის ფინალს ერთხელ თამაშობენ და მათ უმართლებთ. წარმოიდგინეთ, ჩვენ ამას ზედიზედ მეორედ გავაკეთებთ. ეს ჩემთვის საუცხოო სეზონია, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში ისტორიული გამოვა. მაგრამ, მე მინდა ევროპა ლიგა მოვიგო.

ვერ გახვიდე ჩემპიონთა ლიგაზე ჩემპიონატიდან, 7 მილიონი ევრო დახარჯო ტრანსფერებში და მაინც ევროთასის ფინალში ითამაშო - ეს არც ისტორიაა და არც საოცრება, არამედ იესო ქრისტე, რომელიც რომში გაემგზავრა და ვატიკანში გაისეირნა.“, - აღნიშნა პორტუგალიელმა.