ავტორიზაცია

ბენზემამ რონალდუს გარეშე 5-დან 4 სეზონში მოახერხა 30+ გოლის გატანა, პორტუგალიელთან ერთად - მხოლოდ ერთხელ

ბენზემამ რონალდუს გარეშე 5-დან 4 სეზონში მოახერხა 30+ გოლის გატანა, პორტუგალიელთან ერთად - მხოლოდ ერთხელ
თარიღი 24 მაი 2023, 23:46
კარიმ ბენზემამ კრიშტიანუ რონალდუს გარეშე რეალში ჩატარებული 5 სეზონიდან 4-ში მოახერხა 30+ გოლის გატანა.

რაიო ვალეკანოსთან ლა ლიგის 36-ე ტურში ფორვარდმა 31-ე წუთზე მოახერხა ანგარიშის გახსნა და ყველა ტურნირზე ეს მისთვის 30-ე გოლი იყო.

რონალდუს 2018 წელს რეალიდან წასვლის შემდეგ, ბენზემამ 30-გოლიან ნიშნულს 5 სეზონიდან 4-ში გადააბიჯა. ერთადერთი შემთხვევა, როცა მან ეს ვერ შეძლო - 2019/20-სეზონი იყო, როცა ფრანგმა მხოლოდ 27 გოლი შეაგდო.

რაც შეეხება პორტუგალიელთან გატარებულ 9 სეზონში, ბენზემამ 30+ გოლი მხოლოდ ერთხელ, 2011/12-ში გაიტანა (32).

რეალმა რაიო ვალეკანოს 2:1 როდრიგოს მიერ ბოლო წუთებზე გატანილი გოლით მოუგო.