ავტორიზაცია

რასისტული სკანდალის შემდეგ, ვინისიუსმა საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო - AS

რასისტული სკანდალის შემდეგ, ვინისიუსმა საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო - AS
თარიღი 24 მაი 2023, 23:49
რასისტული სკანდალის ფონზე, ვინისიუს ჯუნიორმა საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ვალენსიასთან მატჩში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ბრაზილიელმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დასძინა, რომ რასიზმთან ბოლომდე ბრძოლას აპირებს, თუნდაც ეს ამ ადგილიდან გაცილებით შორს იყოს. ამან გამოიწვია საუბრები იმაზე, რომ ვინი რეალიდან აბარგებაზე დაფიქრდა.

თუმცა, როგორც AS იტყობინება, ვინისიუსი რეალიდან წასვლის ვარიანტს არც განიხილავს და ამის შესახებ უკვე როგორც კარლო ანჩელოტის, ისე პირად გარემოცვას შეატყობინა.

ბრაზილიელი სანტიაგო ბერნაბეუზე ძალიან ბედნიერია და რეალთან ტიტულების მოგების გაგრძელება სურს.