ლიონელ მესის საუდის არაბეთში ელოდებიან

არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესის საუდის არაბეთში ელოდებიან.
გაზეთი Marca-ს ცნობით, საუდის არაბეთში დარწმუნებულნი არიან, რომ 35 წლის თავდამსხმელი კარიერას "ალ-ჰილალში" გააგრძელებს.
მოსალოდნელია, რომ მხარეები შრომით ხელშეკრულებას საფრანგეთის ჩემპიონატის დასრულებიდან პირველ დღეებში მოაწერენ ხელს.

განახლებული ინფორმაციით, "ალ-ჰილალის" ხელმძღვანელები მზად არიან ლიონელს წელიწადში დაახლოებით 300 მილიონი ევრო შესთავაზონ.
ლიონელს "პსჟ"-სთან კონტრაქტი ივნისის ბოლომდე აკავშირებს. ის გუნდში 2021 წლის ზაფხულიდანაა.
მიმდინარე სეზონში მესიმ პარიზულ გუნდში 39 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა გააკეთა.