ავტორიზაცია

იუვენტუსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ორ არგენტინელს გაუშვებს

იუვენტუსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ორ არგენტინელს გაუშვებს
თარიღი 25 May 2023, 12:12
ტურინის "იუვენტუსი" სეზონის ბოლოს ორ არგენტინელ ნახევარმცველს გაუშვებს. საუბარია ლეანდრო პარედესსა და ანხელ დი მარიაზე.

როგორც ინსაიდერი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელებში იტყობინება, "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ფეხბურთელებთან თანამშრომლობის გაგრძელება არ განიხილოს. 

ამრიგად, დი მარია კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, პარედესი კი ფრანგულ "პსჟ"-ს დაუბრუნდება.

ანხელმა მიმდინარე სეზონში "იუვენტუსში" 38 მატჩში რვა გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა. 

პარედესმა 37 შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.