ავტორიზაცია

მოურინიომ პსჟ-ს უპასუხა

მოურინიომ პსჟ-ს უპასუხა
თარიღი 25 May 2023, 12:19
ფრანგული "პსჟ"-ს წინადადებას პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო გამოეხმაურა.

Lequipe-ის ცნობით, ჟოზე მზადაა პარიზული გუნდს უხელმძღვანელოს და თანამშრომლობის შესახებ ოფიციალურ დოკუმენტებს ელოდება.

მოურინიო ამჟამად "რომას" მთავარი მწვრთნელია. პორტუგალიელის შრომითი ხელშეკრულება რომაულ კლუბთან მომავალი წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

შეგახსენებთ, რომ მისი ხელმძღვანელობით "რომა" ევროპა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც "სევილიას" დაუპირისპირდება.