ავტორიზაცია

პსჟ სპორტინგის ნახევარმცველს 60 მილიონ ევროდ გაიფორმებს?

პსჟ სპორტინგის ნახევარმცველს 60 მილიონ ევროდ გაიფორმებს?
თარიღი 25 მაი 2023, 12:39
"პსჟ"-მ ლისაბონის "სპორტინგთან" ნახევარმცველ მანუელ უგარტესთან შეთანხმებას მიაღწია.

Desporto-ს ცნობით, პარიზული კლუბი 22 წლის ურუგვაელი ფეხბურთელის ტრანსფერში 60 მილიონ ევროს გადაიხდის. სწორედ ეს თანხაა გაწერილი კომპენსაციის შესახებ პუნქტში.

"პსჟ" ურუგვაელ ნახევარმცველთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

უგარტემ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 47 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.