ავტორიზაცია

მილანი მილინკოვიჩ-სავიჩზე შეთავაზებას ერთი პირობით გააკეთებს

მილანი მილინკოვიჩ-სავიჩზე შეთავაზებას ერთი პირობით გააკეთებს
თარიღი 25 მაი 2023, 12:23
სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი, რომელიც რომაულ "ლაციოში" თამაშობს, "მილანის" ინტერესთა სფეროშია.

Calciomercato-ს ჟურნალისტების ინფორმაციით, სერბი ნახევარმცველის ტრანსფერის მთავარი ინიციატორი "როსონერის" ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინია. 

მილანური გრანდი შეეცდება სერგეის შეძენას, თუ გუნდი სეზონის ბოლოს ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდება. მილინკოვიჩ-სავიჩის ტრანსფერისთვის "მილანი" მზადაა 40 მილიონი ევრო გადაიხადოს.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა 34 მატჩი ჩაატარა, რომელშიც შვიდი გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა.