ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედი რაბიოს აგენტთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

მანჩესტერ იუნაიტედი რაბიოს აგენტთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
თარიღი 25 მაი 2023, 13:53
ტურინის "ოუვენტუსის" ფრანგ ნახევარმცველ ადრიენ რაბიოს პრემიერ ლიგაში გადასვლა შეუძლია. 

მანჩესტერ "იუნაიტედი" ნახევარმცველის შეძენით არის დაინტერესებული.

როგორც ინსაიდერი ნიკოლო შირა სოციალურ ქსელში წერს, "წითელი ეშმაკების" წარმომადგენლებმა ადრიენის დედასთან მოლაპარაკება დაიწყეს, რომელიც მისი აგენტია. 

თუ მანკუნიელები აგენტთან შეთანხმებას მიიღებენ, რაბიოტს უფასოდ გაიფორმებენ. 

ნახევარმცველმა სერია A-ში მიმდინარე სეზონში 30 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.